EAuditფინანსური ანგარიშგება და აუდიტი

საილუსტრაციო ანგარიშგებები და ჩეკლისტები 2026: როგორ გამოვიყენოთ

გამოქვეყნდა 2026 წლის საერთაშორისო საილუსტრაციო ანგარიშგებები, განმარტებითი შენიშვნების ჩეკლისტები და ცალკე გზამკვლევი ფასს 18-ზე. ბმულები ქვემოთ, კატალოგშია.

გამომცემლის თქმით, 2026 წლის წლიური და შუალედური გზამკვლევები ასახავს 20.03.2026-ის მდგომარეობით გამოცემულ სტანდარტებს, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრიდან დაწყებულ წლიურ პერიოდებზე ვრცელდება. ფასს 18-ზე ცალკე გზამკვლევი ადრეულ დანერგვას აჩვენებს.

გამოყენების ორი რჩევა. ჩეკლისტი გამოიყენეთ სამუშაო ინსტრუმენტად, როცა შენიშვნებს ამზადებთ ან ამოწმებთ, რომ არსებითი გამჟღავნება არ გამოგრჩეთ. საილუსტრაციო ანგარიშგება კი ნიმუშად აიღეთ და არა შაბლონად. SARAS-ის მიმოხილვაში ყველაზე ხშირი ხარვეზი სწორედ ზოგადი, საწარმოზე მოურგებელი ტექსტი იყო.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს მასალები სრული ფასს-ით (IFRS Accounting Standards) არის მომზადებული. მსს ფასს-ით მომზადებულ ანგარიშგებაში გამჟღავნების მოთხოვნები განსხვავდება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ისინი სტრუქტურის ორიენტირია და არა მოთხოვნების სია.

მასალების კატალოგი

მასალები ინგლისურ ენაზეა და მათი ავტორების საკუთრებაა. ბმული პირდაპირ ორიგინალ წყაროზე მიდის; eaudit.ge მათ ავტორებთან არ არის დაკავშირებული და ამ მასალებს არ ავრცელებს. ყველა მასალა: ორიგინალი წყარო (ინგლისურად).

ფასს 18-ის პირველად გამოყენება

2026 წლის ანგარიშგებისთვის

წინა წლების გამოცემები

თემატური დამატებები

დარგობრივი

იხილეთ ასევე: 2027 წლიდან: ფასს 18, ფასს 19 და მსს ფასს-ის ახალი გამოცემა; SARAS-ის შენიშვნები: შემოწმების სია.

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება საერთაშორისო საილუსტრაციო ანგარიშგება შაბლონად გამოვიყენო?

ნიმუშად — დიახ, შაბლონად — არა. SARAS-ის მიმოხილვაში ხშირი ხარვეზი სწორედ ზოგადი, საწარმოზე მოურგებელი ტექსტი იყო; ყოველი შენიშვნა საწარმოს რეალურ ოპერაციებს უნდა ასახავდეს.

ვრცელდება თუ არა ეს მასალები მსს ფასს-ზე?

ეს მასალები სრული ფასს-ით არის მომზადებული. მსს ფასს-ით მომზადებულ ანგარიშგებაში გამჟღავნების მოთხოვნები განსხვავდება, ამიტომ ისინი სტრუქტურის ორიენტირია და არა მოთხოვნების სია.

ავტორი: Elite Audit — ფინანსური აუდიტის პროგრამა. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სამუშაო სივრცე, აგებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე (ISA) — ხარისხიანი აუდიტისთვის ნებისმიერი ზომითი კატეგორიის საწარმოში.